მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება უბრძანა.
გაძევებულმა დიპლომატებმა მ,ონტენეგრო შვიდ დღეში უნდა დატოვონ.
მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსი დიპლომატების საქმიანობა ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო. მანამდე შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა მონტენეგროს, გამოიყენოს სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში სამხედრო შეჭრის შემდეგ დააწესა.
4 მარტს მონტენეგრომ რუს დიპლომატს ვიქტორ ანტიპინს მოსთხოვა ქვეყნის დატოვება. ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის დაკავებული იყო საქმიანობით, რომელიც ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.