"საქართველოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოსადგენი, ეს იყო სამარცხვინო განცხადება", - აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადების პასუხად.
კალაძე ამბობს, რომ "მათი მხრიდან იყო გაჟღერებული სამარცხვინო ბრალდება და კეთილი ინებონ, წარმოადგინონ თუ რაიმე მტკიცებულება აქვთ".
"ყველაფერი მესმის, ქვეყანა ომშია, ყველანაირად თავს ვიკავებთ, რაღაცა კომენტარები გავაკეთოთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარში დავუდგეთ და არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეილება იყო ჩვენი მხრიდან საერთაშორისო პლატფორმაზე და ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც აღნიშნავენ, მაგრამ ის სამარცხვინო განცხადებები, რაც ბოლო პერიოდში მოდის, კატეგორიულად მიუღებელია", - აღნიშნა კახა კალაძემ.