უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა მუშაობს სხვა ქვეყნებთან, რათა ისინი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ დაეხმარონ. ამის შესახებ გამოცემა ცენზორ ნეტი იუწყება.
"ჩვენ გავლენა რომ არ მოგვეხდინა საქართველოსა და სხვა ქვეყნებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი ცდილობს სანქციებს გვერდი აუაროს, ისინი ამას უკვე დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ და რუსეთზე სანქციების გავლენა მინიმალური იქნებოდა. ეს ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა, ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან. თუ ჩვენ გავლენა არ გვაქვს ქვეყანაზე, ვპოულობთ სხვა ქვყანას, რომელსაც გავლენა აქვს მასზე და ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ისინი არ დაეხმარონ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოსგან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეთ, რა ზომები უნდა მივიღოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი", - აღნიშნა კულებამ.