იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა სოფელ სიონში რეაბილიტირებულ წყალმომარაგების სისტემას გახსნის. სოფელ სიონის წყალმომარაგების სისტემა იაპონიის მთავრობის დახმარებით იქნა აღდგენილი.
პრეზენტაციას დაესწრებიან მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
სიონის წყალმომარაგების სისტემა გასული საუკუნის 60-ან წლებში იყო აშენებული. წყალმომარაგებისათვის აშენდა 4 რეზერვუარი, რომლითაგან დღეისთვის მხოლოდ ერთი რეზერვუარი მოქმედებდა. ამ ხნის განმავლობაში სისტემა არ შეკეთებულა რის გამოც წყლის დიდ დანაკარგებს ჰქონდა ადგილი.
2008 წელს ფონდი "აქვამედიამ" მოიპოვა სოფელ სიონის მაცხოვრებლების დაინტერესების საფუძველზე დაფინანსება არსებული წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაო მოიცავდა 3 წყლის რეზერვუარის 3 000 კუბ.მეტრის მოცულობით გარემონტება. სათაო ნაგებობებთან გაკეთდა 2 წყალშემკრები, კერძოდ ამოითხარა მიწა და აგურით ამოშენდა და გარედან შეილესა 5 მ3 მოცულობის წყალშემკრები. მაღლიდან გადიახურა და დაედგა ლუქი და მიეყარა მიწა. 2009 წელს დასრულდა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები.