გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
მხარეები იმ აფხაზი მოქალაქის "გაუჩინარების" საკითხზე იმსჯელებენ, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან რამდენიმე დღის წინ, გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.
განსახილველ თემებს შორისაა ასევე, რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.
შეხვედრაში ქართული დელეგაციიდან საქართველოს შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
შეხვედრას ესწრებიან გაეროს და ევროკავშირის მისიის წევრებიც.