აფხაზეთისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იმას თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტროს თემურ იაკობაშვილი თუ ეკა ტყეშელაშვილი. ეს განცხადება აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რეინტეგრაციის სამინისტროს ხელმძღვანელობაში განხორციელებული ცვლილებების კომენტირებისას გააკეთა.
"ჩვენთვის მიუღებელია თვითონ სტრუქტურა და ამგვარი სამინისტროს არსებობა, რომელიც აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში რეინტეგრაციას გულისხმობს", _ აცხადებს სერგეი Dშამბა.
მისივე თქმით, ამ სამინისტროს ჩამოყალიბებამდე აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის უფრო ინტენსიურ კონტაქტები არსებობდა. მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და პროცესი შეჩერებული არ იყო.
"ხოლო როდესაც ეს სამინისტრო ჩამოყალიბდა კონტაქტები თანდათან გაწყდა და საბოლოო ჯამში სულ შეჩერდა. ამიტომაც ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტროს ახლა თემურ იაკობაშვილი ხელმძღვანელობს თუ ვინმე სხვა", _ აცხადებს სერგეი შამბა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში და დასძენს, რომ დღეისათვის ერთადერთ მოლაპარაკებათა მოედანი სადაც აფხაზურ და ქართულ მხარეებს ურთიერთობის საშუალება აქვთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებია.