აფხაზი სეპარატისტები ქართველ სასულიერო პირებს აფხაზეთში არსებული ტაძრების "ქართულ ყაიდაზე" ფორმების ცვლაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ საქართველომ აფხაზო-ალანური სკოლის გავლენით აგებული აფხაზური ტაძრების "ქართულად გადაკეთების" პროცესი მე-16 საუკუნიდან დაიწყო.
"ქართველმა სასულიერო პირებმა აფხაზური ტაძრების იმთავითვე არსებული ფორმების ცვლა დაიწყეს. ეს პროცესი მე-16 საუკუნიდან დაიწყო მაშინ როდესაც აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა ქართველმა სასულიერო პირებმა დაიწყეს", _ წერს აფხაზური მხარე.
მათივე მტკიცებით - "სწორედ მათ დაიწყეს აფხაზური ტაძრების გუმბათის ფორმების გარდაქმნა, რომელიც აღმოსავლურ-რომაული (ბიზანტიური) სასულიერო ხელოვნების აფხაზო-ალანურ სკოლის ნიმუშები იყო. ეს კარგად ჩანს მოქვის ტაძრის მაგალითზე, სადაც გუმბათი ქართული არქიტექტურის ყაიდაზე ხელახლა ააშენეს", _ აცხადებს აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. ეპარქიის წარმომადგენელი.
მათივე ინფორმაციით, ერთადერთი ტაძარი რომელიც უცვლელია თავისი სტილით - ლიხნის ტაძარია სადაც დღემდე შენარჩუნებულია მე-12 საუკუნის კრამიტი.
"სწორედ მის მაგალითზე იგება დღეს აფხაზური ტაძრები", _ აცხადებს აფხაზეთის ე.წ. ეპარქიის წარმომადგენელი.