ქამრების შემოჭერის პოლიტიკით მთავრობამ მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 350 მილიონი ლარის დაზოგვა მოახერხა, რომელიც 2010 წლის ბიუჯეტში გადავა.
ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს პარლამენტში საფინანსო სბაიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
სხდომაზე განიხილებოდა ის საგადასახადო ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც მთავრობა 2010 წლიდან აპირებს. კახა ბაინდურაშვილმა კი აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის და ქამრების შემოჭერის იმ პოლიტიკით, რასაც მთავრობა მიმდინარე წელსაც ახორციელებს ბიუჯეტიდან 350 მილიონი ლარის დაზოგვა მოხერხდა და ბაინდურაშვილი აღნიშნავს, რომ ეს თანხა გადავა 2010 წლის ბიუჯეტში.
ჯერჯერობით ვერ კონკრეტდება ეს თანხა ზუსტად რა სფეროებზე განაწილდება, თუმცა როგორც ბაინდურაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ეს თანხა ბიუჯეტში იქნება გარკვეული რეზერვის სახით, იმ შემთხვევაში თუ პირველ კვარტალში ბიუჯეტში თანხების მობილიზება გართულდება მთავრობას ბიუჯეტის შესრულებისათვის პრობლემები არ შეექმნება. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ამ თანხის ზუსტი გაწერაც.