უკრაინის მთავრობა აკრძალავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს, მათ შორის ხორბლის, სიმინდის, მარცვლეულის, მარილისა და ხორცის, ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის დადგენილებაში.
დადგენილების თანახმად, უკრაინიდან აიკრძალება შვრიის, ფეტვის, წიწიბურის, შაქრის, მარილის, ხორბლის, ხორცის, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და მისი ქვეპროდუქტების ექსპორტი.
"ეს ნიშნავს დე ფაქტო ექსპორტის აკრძალვას", - ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.
უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა რომან ლეშჩენკომ თქვა, რომ ეს ნაბიჯები გადაიდგა "უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად" და "მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“.
უკრაინა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.
სოფლის მეურნეობის მონაცემთა ანალიტიკური ფირმის Gro Intelligence-ის თანახმად, ერთობლივად, რუსეთი და უკრაინა პასუხისმგებელნი არიან ხორბლის გლობალური ექსპორტის თითქმის 30%-ზე.
ხორბლის ფასები გაიზარდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ და მიაღწია ფასებს, რომელიც არ დაფიქსირებულა 2008 წლის შემდეგ.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ცნობით, უკრაინა, რუსეთის შეჭრამდე, ხორბლის რეკორდული რაოდენობის ექსპორტს ახორციელებდა, ხოლო რუსეთის ხორბლის ექსპორტი შენელდა.