იაპონურმა კორპორაციამ Nissan Motor Co. რუსეთში ავტომობილების ექსპორტი შეწყვიტა და სანქტ-პეტერბურგის ქარხანაში ავტომობილების წარმოების შეჩერების პროცესს ელოდება. ამის შესახებ კორპორაციის განცხადებაშია ნათქვამი.
"Nissan-მა რუსეთში შეწყვიტა ავტომობილების ექსპორტი და ელოდება, რომ უახლოეს ხანებში სანქტ-პეტერბურგში, ჩვენს ქარხანაში წარმოება შეწყდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, კომპანია შექმნის 2,5 მლნ ევროს მოცულობის ფონდს უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად.
კონკრეტულად, ამ ფონდის მეშვეობით Nissan-ი ფონდს გადაურიცხავს 1 მლნ ევროს წითელ ჯვარსა და სხვა არაკომერციულ ორგანიზაციებს ომის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და ბავშვების დასახმარებლად.