იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კურილის კუნძულების სამხრეთ ნაწილი იაპონიის ძირძველი ტერიტორიაა. იუწყება იაპონური მედია JIJI.
ტოკიო აღნიშნულ კუნძულებს ჩრდილოეთ ტერიტორიებს უწოდებს, რომელიც მოსკოვთან ხანგრძლივი დავის საგანია. რუსეთმა იაპონიის ეს მიწები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წელს მიიტაცა და მას შემდეგ ოკუპირებული აქვს.
იაპონიის ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში კურილის კუნძულებზე საუბრისას თავს არიდებდა ფორმულირებას - "ძირძველი ტერიტორიები, მაგრამ 7 მარტს, უკრაინასთან რუსეთის ომის მე-12 დღეს, რიტორიკა შეცვალა.
"ჩრდილოეთ ტერიტორიები, იაპონიის სუვერენული ტერიტორიაა", - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, 04 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ იაპონიას მიმართა და ურჩია, რუსეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები სამუდამოდ დაივიწყოს.