რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორის ჰიდეკი უიამას განცხადების საპასუხოდ, რომ რუსეთმა კურილის კუნულების სამხრეთ ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, განაცხადა, რომ ტოკიომ უნდა დაივიწყოს ტერიტორიული პრეტენზიები მოსკოვის მიმართ.
"მსურს ყურადღება გავამახვილო იაპონელი დიპლომატის გამონათქვამების რევანშისტულ ქვეტექსტზე, რომ იაპონიის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ფიქრობენ რუსეთისადმი თავიანთი ტერიტორიების პრეტენზიების რეალიზაციაზე.
გირჩევთ, სამუდამოდ დაივიწყოთ ასეთი ვარიანტი", - განაცხადა მან.
28 თებერვალს უიამამ, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა მოახდინა ჩრდილოეთ ტეროტორიების (იაპონიაში სამხრეთ კურილის კუნძულებს უწოდებენ) ოკუპაცია. იაპონელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე, როგორც უკრიანის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია.
მოსკოვი და ტოკიო გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან აწარმოებენ მოლაპარკებებს მეორე მსოფლიო ომის შედეგების მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევის მიზნით. მაგრამ მათ ამ დრომდე შეთანხებას ვერ მიაღწიეს კურილის სამხრეთ ნაწილთან დაკავშირებით.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არქიპელაგი საბჭოთა კავშირმა მიითვისა, თუმცა იაპონია დაობს სამხრეთით მებარე პატარა კუნძულებზე. მოსკოვი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტი შეესაბამება საერთაშორისო სამართალს.