უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიკოლაევიდან რუსი ოკუპანტები სრულად განდევნა და მათი ტექნიკა ხელში ჩაიგდო. ინფორმაციას უკრაინული მედია სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვიტალი კიმზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენ ისინი განვდევნეთ არა მხოლოდ ქალაქიდან, არამედ კულბაკინოდანაც [დიდი სამხედრო აეროდრომი ნიკოლაევთან]. ახლა ისინი გარბიან, ძირითადად ხერსონის, შევჩენკოს, ლუჩის სნიგირევკის მიმართულებით“, - იტყობინება Telegram-ზე ვიტალი კიმი.
მისი თქმით, ქალაქში მტრის ტექნიკა აღარ არის. ამასთან, კიმის ინფორმაციით, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის.
„მშიერმა ორკებმა, შესაძლოა, საჭმელი გთხოვოთ, აჭამეთ, შემდეგ კი დააკავეთ“, - მიმართა კიმმა ადგილობრივებს.