ბრიტანული კომპანია "თეიმზ სთილის" გენერალური დირექტორი თომას ბლეიკი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აქტივების საბოლოო ჩამორთმევაზე საუბრობს.
როგორც თომას ბლეიკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა კომპანია "კოლხი ბიზნეს კორპორაციას" გადაეცა.
მისივე განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიურომ განმეორებით ჩატარებულ აუქციონზე სააქციო საზოგადოება "ქართული ფოლადი" და "თუჯი ოცდამეერთე" ისე გაასხვისა, რომ აუქციონში არავის მიუღია მონაწილეობა.
ბლეიკის თქმით, კომპანიის აქტივების წართმევა უკანონოდ განხორციელდა, ამიტომ ბრიტანული მეტალურგიული კომპანია დახმარებისთვის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს.