"არ მინდა მუქარა გამომივიდეს, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც ერთხელ უკვე შეძლო და დარჩა თავის სავარძელში, მეორედ უკვე მოუწიოს ახალი სავარძლის ძებნა თავის მეგობრებთან ოკეანეს მიღმა", _ აცხადებს საქართველოს შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას რუსი ექსპერტი ალექსანდრე სკაკოვი.
მისი თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღება ტყუილად როდი დაემთხვა თბილისის პოლიტიკაში ანტირუსული ვექტორის გაძლიერებას, აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვებას და რუმინეთის ხელისუფლების ფაქტობრივ გადასვლას ანტირუსულ პოზიციებზე.
"ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რუსულ-ამერიკული და რუსულ-ევროპული ურთიერთობის გაუარესებით, კვალვინდებურად მოწინავე და გავლენიან პოზიციებზე არიან მსოფლოს მთელ რიგ ქვეყანაში.
ამჟამად ისინი ცდილობენ ერთგვარი კონტრდარტყმის განხორციელებას. მათთვის სერიოზული წარმატება იქნებოდა ის, რომ რუსეთის პრეზიდენტს ლისაბონის ნატოს სამიტში მონაწილეობა არ მიეღო. როგორც ჩანს, ვარშავაში მიღებულ რეზოლუციას სწორედ ეს მიზანი ჰქონდა", _ აცხადებს სკაკოვი და დასძენს, რომ ყოველივე ამის ფონზე საქართველოს აღებული აქვს აშკარა კურსი ჩრდილოკავკასიაში ანტირუსული განწყობილებების გაღვივებაზე და იქ საერთო ეროვნული შუღლის გაღვივებისა და სეპარატიზმის პროვოცირებაზე.
"საქართველოს ასევე სურს 2014 წელს დაგეგმილი ოლიმპიადის ჩაშლა. ყველა ამ მიზნის მისაღწევად თბილისში ძალ-ღონეს არ იშურებენ. საქართველომ გაააქტიურა "ჩერქეზული ფაქტორი". ასევე "შექმნა" პროგრამა საქართველოს ჩართულობისა ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდობის "აღზრდის" საკითხებში", _ აცხადებს ექსპერტი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ძალიან სახიფათო თამაშებია, რომლებიც, პირველ ყოვლისა, თავად საქართველოსთვის შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს.
"არ მინდა მუქარა გამომივიდეს, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც ერთხელ უკვე შეძლო და დარჩა თავის სავარძელში, მეორედ მოუწიოს ახალი სავარძლის ძებნა თავის მეგობრებთან ოკეანეს მიღმა",_ აცხადებს რუსი ექსპერტი და აღნიშნავს, რომ სხვა მხრივ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ახალი და კონსტრუქციული არაფერია.
"სრულიად ცხადია, რომ ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის მისიას, რომელსაც თითქოსდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მუშაობა სურთ, ამაში ხელს უშლით თავიანთივე მანიაკალური სურვილი, უწოდონ ამ ტერიტორიებს საქართველოს შემადგენელი ნაწილები. ამიტომაც ამ ორგანიზაციებს კონკრეტული სურვილი ზემოთ ხსენებულ რაიონებში მშვიდობის დამყარებისთვის ჯერჯეორბით არ გააჩნიათ", _ აცხადებს რუსი ექსპერტი.