ოსმა სეპარატისტებმა იმ გამშვები პუნქტების ნუსხა დაადგინეს, რომელთა გავლითაც საქართველოსთან ე. წ. საზღვრის გადაჭრა გამარტივებული იქნება.
"სამხრეთ ოსეთის მთავრობამ დაამტკიცა ოფიციალური გამშვები პუნქტების ნუსხა, სადაც საქართველოსთან არსებულ სახელმწიფო საზღვარზე გადასვლა გამარტივებული წესით იქნება შესაძლებელი", _ ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთY ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სასაზღვრო სამსახურის უფროსის სერგეი კოლბინის განცხადებით, ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ზოგ პუნქტზე შემოღებული გამარტივებული გადასვლა განპირობებულია იმით, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ზოგი დასახლებული პუნქტი სოციალ-ეკონომიკური კავშირებით დაკავშირებულია საქართველოსთან.
"მთავრობის მიერ დადგენილი ოფიციალური პუნქტები, სადაც საზღვრის გადაკვეთა გამარტივებული იქნება, ახალგორის რაიონის მოსაზღვრე სოფლებია: სინაგური, მოსაბრუნი და პატარა პერევი, ასევე ცხინვალის რაიონის სოფელ არცევი", _ იუწყება ოსური ინფორმაციის კომიტეტი.