რუსეთის არქიტექტორთა კავშირის სამხრეთის არქიტექტორული საზოგადოების წევრები 26-28 ნოემბერს სოხუმში შეიკრიბებიან.
ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სოხუმში ატარდება კონფერენცია, რომელსიც მონაწილეობას მიიღებენ არქიტექტორები რუსეთის სამხრეთი და ჩრდილოეთი ფედერალური ოლქებიდან, სანკტ პეტერბურგიდან, მოსკოვიდან, დონის როსტოვიდან, კრასნოდარიდან და კისლოვოდსკიდან.
კონფერენციაზე იგეგმება განხილულ იქნეს აფხაზეთში არსებული ობიექტების პროექტირების რეკონსტრუქციისა და მშენებლობის მიმდინარე საკითხები.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, რუსი არქიტექტორები კონფერენციაში მონაწილეობის გარდა ასევე გეგმავენ აფხაზეთის ღირშესანიშნაობების მონახულებას.