საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით ბიძგები 18:13 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ამჯერადაც სოფელ სამებასთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა.
13 თებერვალს, თბილისის დროით 22:25 საათზე საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.