სამშაბათს, 15 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისში პარლამენტის შენობასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
სოლიდარობის აქცია, სახელწოდებით - GeorgiaSupportsUkraine - მოქალაქეებს სოციალურ ქსელში დააორგანიზეს.
"მეგობრებო!!! შევიკრიბოთ უკრაინის დამოუკიდებლობის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. შევიკრიბოთ რაც შეიძლება მეტი, დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი დამოუკიდებლობის, განვითარების, დემოკრატიის და რუსეთის აგრესიისაგან თავისუფალი სამყაროს მხარდასაჭერად. გთხოვთ გაიკეთეთ 2-2 პირბადე", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების დაგროვებით გამოწვეული ვითარება დღითიდღე მწვავდება. შეერთებული შტატების განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა ყოველდღე მოსალოდნელია. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთების ფონზე, სულ უფრო მეტი ქვეყანა მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა დაუყოვნებლივ და თავი შეიკავონ იქ გამგზავრებისგან.