17 თებერვალს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია სხდომაზე განიხილავს სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მოთხოვნებს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების/სიმძლავრის გაზრდის ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, იმ მოქალაქეებს, რომელთა საკითხებიც განიხილება 17 თებერვლის სხდომაზე და შეეხება გამანაწილებელ ქსელზე მიერთების/სიმძლავრის გაზრდის ვადებს, კომისია სთავაზობს მოსაზრებების დაფიქსირებას შემდეგი ელექტრონული ფოსტის საშუალებით: mail@gnerc.org
ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას დანიშნულების ველში მიუთითეთ "მიერთების საკითხები".
მოსაზრებების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 16 თებერვალი.
17 თებერვლის სხდომის დღის წესრიგი განთავსებულია შემდეგ ლინკზე.