ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად დაშავებული 8 ადამიანი თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
ერთ-ერთი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - აქვს სხეულის 60%-ის დამწვრობა.
შახტაში აფეთქება 30 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.