თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 5 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, მათ შორის, 3 არასრულწლოვანია.
გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციაა.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.