ნუცუბიძეზე მცხოვრები დევნილები დღეიდან ბუნებრივი აირით ისარგებლებენ.
ყოფილი 130-ე საბავშვო ბაღის შენობაში ბუნებრივი აირი სიმბოლურად ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა და ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა აანთო.
აღნიშნულ ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 23 ოჯახი (80 ადამიანი) ცხოვრობს. მიმდინარეობს შენობის გადახურვა, შეიცვალა კანალიზაციის მილები, მოხდა ობიექტის გაზიფიცირება, წლის ბოლომდე კი ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც დასრულდება.