ქვეყანაში ტესტების დეფიციტი არ არსებობს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ტესტირების პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და ამ კუთხით არანაირი შეფერხება არ არის.
მინისტრის განმარტებით, არსებობს სხვადასხვა მექანიზმი და მუშაობენ, როგორ შეიძლება, მწვანე პასპორტების ბაზაში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებსაც სიმპტომები ჰქონდათ, მაგრამ არ ჰქონდათ ჩატარებული ტესტი.
„სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე შეიძლება, სხვადასხვა ტიპის ღონისძიება ჩატარდეს იმის დასადგენად, ადამიანს ნამდვილად გადატანილი აქვს თუ არა კოვიდი. შეიძლება, ეს იყოს ანტისხეულების კვლევა ან ექიმის მიერ დადასტურება“, – დასძინა ზურაბ აზარაშვილმა.