დღეს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში საქართველო-ბელგიის ბისნესფორუმი გაიმართა.
ფორუმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტის ორგანიზებით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 13.1%-ით, განისაზღვრა 41.41 მლნ აშშ დოლარით და საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 1.05%- შეადგინა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, ბელგიასთან სავაჭრო ბრუნვის შემცირების მაჩვენებელი საგანგაშო არ არის და ეს მსოფლიო ეკონომიკურ ტენდენციებს უკავშირდება. ალავიძის თქმით, მსგავსი ბიზნესფორუმები მნიშვნელოვანია საქართველოსა და უცხოელ ბიზნესმენებს შოეის კონტაქტების დასამყარებლად.
ბელგიასა და საქართველოს შორის ექსპორტი მიმდინარე წელს 145.5%-ით გაიზარდა და 10.73 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1,3%-ს წარმოადგენს საქართველოს მთლიან ექსპორტში.
იმპორტი შემცირდა 29.1%-ით და 30.68 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი იმპორტის 0.98%-ს შეადგენს.
ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა უალკოჰოლო სასმელები და კაკალი. ძირითადი საიმპორტო პროდუქციაა სპეციალური დანიშნულების მანქანები და მექანიკური მოწყობილობები, ასევე შინაური ფრინველის ხორცი, სამკურნალო საშუალებები და სხვ.