საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდათ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს ლევან დავითაშვილს, ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს, თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძესა და განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს.
ვირუსით ინფიცირებული მინისტრები მთავრობის დღევანდელ სხდომას არ დასწრებიან.