მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე დაკავებულ ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუუქმა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ბრალდებულები გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
სასამართლოს საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე ისინი თავისუფლები იქნებიან.
გიორგი ნარიმანიძემ, ელგუჯა ცომაიამ და მამა-შვილმა შალვა და ზურაბ წოწორიებმა დანაშაული აღიარეს.
პროკურატურა გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება. ელგუჯა ცომაიას ბრალი ასევე წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში მიხეილ სააკაშვილის დახმარებისთვის.