ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.