ლაგოდეხში, ყოფილი ცოლის, 35 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით, მამაკაცი დააკავეს.
თავდაპირველად, ქალის გარდაცვალების მიზეზად, ბუნებრივი აირი სახელდებოდა, თუმცა ცხედრის ექსპერტიზამ ეს ვერსია არ დაადასტურა.
ერთ-ერთი ვერსიით, ქალი მისმა ყოფილმა ქმარმა, 38 წლის კაცმა გაგუდა და კვალის დაფარვის მიზნით, სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა.
შემთხვევა გუშინ მოხდა, კაცი დღეს დააკავეს.
გარდაცვლილი ქალი ლაგოდეხის მუნიცილიტეტის საკრებულოს აპარატში მუშაობდა. მას 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.