დღეს, 13 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესია ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოში თავადაც მივა. ეს რამდენიმეხნიანი პაუზის შემდეგ სხდომათა დარბაზში მისი პირველი გამოჩენა იქნება.
საქმე ეხება სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს, რომელზეც დღეს არსებითი სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
მიხეილ სააკაშვილიე უფლებადამცველის განმარტებით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს.
"პროცესი, რომელიც უნდა გაიმართოს შეეხება ე.წ. საზღვრის კვეთის საკითხს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს ედავებიან საქართველოში დაბრუნებას. დაცვის მხარე სრულად მიიღებს პროცესში მონაწილეობას. ასევე პროცესს დაესწრება თავად საქართველოს მესამე პრეზიდენტიც. გვექნება რამდენიმე შუამდგომლობა, რომელსაც ბუნებრივია, რომელსაც სხდომაზევე გავაჟღერებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესიც იყოს "ლაკმუსის ქაღალდი" და დემონსტრატორი იმისა, თუ რა ხდება ქართულ მართლმსაჯულებაში“, - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთისთვის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, იგივე საქმეზე გამოძიებას კიდევ 3 ბრალდებული ყავს.