ჩრდილეოთ კორეა აცხადებს, რომ ლიდერ კიმ ჩენ ინის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, კიდევ ერთი ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადა.
სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ რაკეტამ, რომლის გაშვება სამშაბათს განხორციელდა, წარმატებით გაანადგურა 1000 კილომეტრის მანძილზე სამიზნე და ზღვაში ჩაეშვა.
ეს უკვე მესამე რაკეტაა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა გაუშვა.
სამხედრო ანალიტიკოსების განცხადებით, გაშვების პროცესზე კიმ ჩენ ინის დასწრება იმას მიანიშნეს, რომ რაკეტის ტექნოლოგიები გაუმჯობესდა.
დასავლური მედიის ცნობით, როგორც ჩანს კიმ ჩენ ინი ასრულებს თავის წინასაახალწლო დაპირებას, რომელიც მან ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ დადო.
რაკეტის გაშვებას წინ უსწრებდა, იაპონიისა და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი წევრის - შეერთებული შტატების, საფრანგეთის, ბრიტანეთის, ირლანდიისა და ალბანეთის - განცხადება, სადაც ისინი ფხენიანს მოუწოდებენ, შეწყვიტოს რეგიონის სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრა და დაიწყოს დიალოგი, რომლის მიზანი რესპუბლიკის დენუკლეარიზაციაა.
5 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. კიდევ ერთ რაკეტის გაშვების შესახებ ინფორმაცია 11 იანვარსაც გავრცელდა.
გაერო ჩრდილოეთ კორეას უკრძალავს ბალისტიკური და ბირთვული იარაღის გამოცდას. ჩრდილოეთ კორეა აშშ-ისა და გაეროს სანქციების ქვეშ იმყოფება მისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამის გამო და თითქმის მთლიანად იზოლირებულია მსოფლიო არენაზე.
ფოტო: AFP