საფრანგეთში 25 წლის ქართველი მოკლეს. გარდაცვლილი ჩხოროწყუს სოფელ ნაფიჩხოვოს მკვიდრი, 25 წლის ალექსი გოგუაა, რომელიც ქალაქ მარსელში 7 იანვარს მოკლეს.
ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილს შეკამათება ეთნიკურად არაბ მოქალაქესთან მოუვიდა, რომელიც მისი მეუღლისთვის ტელეფონის მოპარვას ცდილობდა. დაპირისპირებისას 25 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს.