თბილისში, მიკახო წერეთლის ქუჩაზე, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი ქალი ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ბინაში აკრძალული ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული.
"თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილის თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და დეტალებს მოკვლევა დაადგენს.
"სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და დაადგენს დანარჩენს მოკვლევა, მაგრამ ჩვენი პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, პრობლემა იყო ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი და ღია წვის კამერიანი დანადგარები. აღნიშნული დანადგარები იყო თვითნებურად დამონტაჟებული, სავარაუდოდ, სახლის მეპატრონის მიერ. უმრავლეს შემთხვევებში ესე ხდება. ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენ ყველა აბონენტს, რომ როდესაც ქირაობენ და გადაწყვეტენ, რომ დაიქირაონ ან დაიგირაონ ბინა, მოგვმართონ ცხელ ხაზზე. ეს მომსახურება არის სრულიად უფასო, ჩვენს მიერ დათვალიერდება მათ მიერ დასაქირავებელი ბინა, მიეცემა შესაბამისი ინსტრუქციები და იცხოვრებენ ამ დაქირავებულ ბინაში უსაფრთხოდ”, - ამბობს გიორგი ლეფსვერიძე.