საბერძნეთში 41 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს თავის საცხოვრებელ სახლთან ესროლეს. მკვლელობის დროს, მასთან იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები.
თვითმხილველები იუწყებიან, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
პოლიციის თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი წარსულში ბინის ქურდობისთვის იყო ნასამართლევი.
თავდამსხმელი დაკავებული არ არის. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.