საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება მისცეს.
ნიკა გვარამია, დიმიტრი საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ვითარებაში მოხდა მესამე პრეზიდენტის გორის ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანა და ასევე, როგორია ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გვიან ღამით გადაიყვანეს. ციხის ტერიტორიაზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა.