ჟინვალში მომხდარი ტრაგიკული ავარიის შედეგად რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა კიდევ ერთი პირი, ახალგაზრდა მამაკაცი შეეწირა. გარდაცვლილი ერთ-ერთი დაშავებული მგზავრია რომელიც კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ 5 მგზავრი, რომელთაგან 3 არასრულწლოვანია. დაშავებულთა შორის მოლდოვას მოქალაქეები არიან.
ავარიას ჟინვალში დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა, არსებული ინფორმაციით ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გუდაურის მიმართულებით გადაჰყავდა წყალსაცავში გადავარდა.
დაშავებულები ადგილობრივი კლინიკებიდან თბილისში გადაჰყავთ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.