2022 წელს მაღალი დატვირთულობით ხვდება გუდაურში მდებარე სასტუმრო "გუდაური ლოჯი", რომელიც 31 დეკემბრის ღამეს სტუმრებს სასიამოვნო და რაც მთავარია რეგულაციებით დაცულ ღამეს ჰპირდება.
"გუდაური ლოჯი" მმართველი "ამბერ ჯგუფის" ხელმძღვანელის ეკატერინე დუჩიძის განმარტებით, სასტუმროს სტუმრები ძირითადად უცხოელები არიან.
"გუდაური ლოჯის" დატვირთულობა საკმაოდ მაღალია. ჩვენთან საახალწლოდ დაგეგმილია სასიამოვნო ივენთი, ვახშამთან ერთად იქნება ცოცხალი შესრულება ქართული ბენდის მიერ, ასევე გვეყოლება DJ. რაც მთავარია ჩვენი თანამშრომლების 100%-ი უკვე აცრილია და "მწვანე პასპორტებით" ვხვდებით სტუმრებს და ასევე რეგულაციების გათვალისწინებით "მწვანე პასპორტებიან" სტუმრებს ვიღებთ.
ახალი წლის ღამე ფაქტობრივად დაჯავშნილია მთლიანად სასტუმროს სტუმრების მხრიდან. ჩვენი სასტუმროს სტუმრების 80-85%-ი კი ყოველთვის უცხოელი ტურისტები არიან. სტუმრებს ძირითადად ვიღებთ მაღალ მხარჯველუნარიანი ქვეყნებიდან - არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ყაზახეთიდან, აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან, რუსეთიდან და ასევე უკრაინიდან.
სტატისტიკურად ჩვენთან ჯავშნები ძირითადად Booking-დან და ჩვენი საიტის დაჯავშნის სისტემებიდან შემოდის. ანუ საუბარია ინდივიდუალური ჯავშნებით შემოსულ სტუმრებზე", განმარტავს ეკატერინე დუჩიძე.