პანდემიის პერიოდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის გადამზადების პროგრამებს აქტიურად აგრძელებს.
2021 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსების, კვების ობიექტებისა და აგროტურიზმის სფეროს 2000-მდე წარმომადგენელი გადამზადდა.
პანდემიის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების დაძლევაში, კერძო სექტორის მხარდაჭერისა და ქვეყანაში მომსახურების ხარისხის განვითარების მიზნით, მომსახურების სფეროს წარმომადგენლებმა გადამზადების კურსები გაიარეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების ფორმირება, უსაფრთხოება, ახალი კოვიდ რეგულაციები, ინკლუზიური ტურიზმი Covid19-ის პირობებში და სხვა.
ტრენინგებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სრულიად უსასყიდლოდ მართავს.