მოსკოვმა და სოხუმმა დაადგინეს ერთიანი მიდგომები, რომლებიც აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების პრობლემის გადაწყვეტას ეხება. ეს განცხადება დღეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბეჭდვისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი საზონოვმა გააკეთა.
"ახლახანს სოხუმში ამ საკითხის კანონიერების შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა. მას აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში და ამ რესპუბლიკაში რუსეთის ელჩი სემიონ გრიგორიევიც ესწრებოდა. დადგინდა ერთიანი მიდგომები, რომლებიც აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების პრობლემის გადაწყვეტას ეხება. უახლოეს მომავალში უკვე მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა დაიწყება", _ განაცხადა საზონოვმა.