ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მდგარმა მესაზღვრეებად წოდებულმა რუსმა ოკუპანტებმა იარაღის სამალავი აღმოჩინეს.
"სამხედრო სამალავი აღმოჩენილია სახელმწიფო საზღვრიდან 16 კილომეტრის დაშორებით, ზნაურის რაიონის ვახტანის დასახლებულ პუნქტთან ახლოს. იარაღის სამალავი, დამწვარი და ძველი ავტომობილის ძარაში აღმოჩნდა. ამოღებულია 130 სახეობის საბრძოლო მასალაზე მეტი, ხელყუმბარები, ტყვიები და სხვა", _ იუწყება ოსური მხარე.
მათივე ინფორმაციით, აღმოჩენილი საბრძოლო მასალა ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურში გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები