ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღრმაღელეში 9 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები ქსელის ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს და ერთწლოვანი კულტურების წარმოების შესაძლებლობას და მოსავლიანობას გაზრდის.