ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დმანისთან ახლოს, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა კაზრეთის გზაზე მოხდა, სადაც სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. გარდაცვლილები მსუბუქი ავტობომილის მგზავრები არიან. ოთხივე მათგანი ერთი ოჯახის წევრები - მამა, შვილი, რძალი და შვილიშვილი იყვნენ.