აფხაზეთი თავის თავს ოკუპირებულ სახელმწიფოდ არ მიიჩნევს და ეუთოს მიერ დაყენებულ შესაბამის საკითხს არალეგიტიმურს უწოდებს. ნათქვამია სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯიას მიერ ეუთოში გაგზავნილ წერილში.
"საერთაშორისო საზოგადოების, კერძოდ რუსეთის ფედერაციის ყველა ძალისხმევა ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებისა ნულამდე დავიდა საქართველოს ცალმხრივი და აგრესიული მოვლენების შედეგად 2008 წლის აგვისტოში. შედეგად, კავკასიაში გაჩნდა ახალი პოლიტიკური რეალობები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კი აღიარებულ, სუვერენულ სახელმწიფოებად იქცნენ", _ ნათქვამია ღვინჯიას წერილში და იქვე აღნიშნული, რომ რუსეთის ფედერაცია ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები