კომუნიკაციების კომისიამ "მთავარი არხი" 111 000 ლარით დააჯარიმა. იუწყება ტელეკომპანია "მთავარი არხი", რომლის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე, ცოტა ხნის წინ მიიღეს.
"სანქცირება კომისიამ "სირცხვილიას" მიერ მომზადებული ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო გადაწყვიტა. აღნიშნულ რგოლში, "ქართული ოცნების" წევრების ფოტოებით პუტინის გამოსახულება იქმნება", - აცხადებს მთავარი არხი.