შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონმა, ამ თანამდებობაზე არჩევიდან რამდენიმე საათში, მთავრობის მეთაურის პოსტი დატოვა.
შვედეთის რადიოს ინფორმაციით, გადადგომის მიზეზი „მწვანეთა“ პარტიის მიერ კოალიციის დატოვება გახდა, სადაც ის ანდერსონის სოციალ-დემოკრატების პარტიასთან ერთად იყო. აღნიშნული გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტმა ქვეყნის ბიუჯეტი არ დაამტკიცა.
მთავრობის მიერ შეთავაზებული ბიუჯეტის დამტკიცება ოპოზიციის ვარიანტის სასარგებლოდ გადაიდო. ოპოზიციას წარმოადგენს პოპულისტური პარტია "შვედი დემოკრატები".
ანდერსონმა განაცხადა, რომ შეძლებდა ქვეყნისა და ოპოზიციის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის მართვას, თუმა "მწვანეთა" პარტიამ კოალიცია იმის გამო დატოვა, რომ ბიუჯეტის მომზადებაში "შვედი დემოკრატები" მონაწილეობდნენ.
ამრიგად, პარლამენტის თავმჯდომარე დაიწყებს ახალი მოლაპარაკებების რაუნდს პარტიის ლიდერებთან. ამ მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, ანდერსონის კანდიდატურა კვალავ დადგეს პარლამენტში კენჭისყრაზე.
როგორც "როიტერი" იუწყება, მისი შანსები პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასაბრუნებლად საკმაოდ მაღალია: "მწვანეები" მზად არიან მის კანდიდატურას კვლავ მხარი დაუჭირონ, ცენრტრისტულმა პარტიამ კი განაცხადა, რომ ხმის მიცემის დროს თავს შეიკავებს, რაც ფაქტობრივად მხარდაჭერას ნიშნავს. ანდერსონისთვის ხმის მიცემას აპირებს მემარცხენეთა პარტიაც.
იმის მიუხედავად, რომ ეს სამი პოლიტიკური ძალა ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდა, მზად არის გაერთიანდეს, რათა ხელისუფლებაში არ დაუშვას "შვედი დემოკრატები".
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შვედეთს ყავდეს მთავრობა, რომელიც არ დაეყრდნობა „შვედ დემოკრატებს“, - განაცხადა ცენტრისტების ლიდერმა ანი ლიოფმა.
თუ ეს გეგმა რეალიზდება, ანდერსონი უმცირესობის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ ფორმირებული მთავრობის მეთაური გახდება.
დღეს, "სოციალ-დემოკრატების" ლიდერი, მაგდალენა ანდერსონი შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა.