საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს გორის ჰოსპიტალს ეწვევა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი გორის ჰოსპიტალში 18:00 საათზე მივა.
ცოტა ხნის წინ, იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამ დროისთვის, სააკაშვილის პოზიცია უცნობია.