საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 72 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 212 პირი ემსხვერპლა.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 732 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 795 847-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 812 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 731 996.