"ოსი მოზარდებისა და მათი მშობლების მორალური პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით" კოკოითის კრიმინალურ რეჟიმს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძაურის რაიონში მოზარდებისათვის კომენდანტის საათი შემოაქვს.
აღნიშნული აკრძალვა 21:00 საათიდან მოქმედებს. მოზარდებს ამ დროის შემდეგ მშობლების გარეშე მარტო ქუჩაში გამოსვლა ეკრძალებათ.
"შემოღებული კომენდანტის საათის დამრღვევებს მილიციის განყოფილებაში მიიყვანენ, ვიდეოფირზე გადაიღებენ და შემდეგ ამ მასალას ტელევიზიით აჩვენებენ", _ იუწყება ე.წ სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
შეგახსენებთ, რომ ამგვარი აკრძალვა ცხინვალში რამდენიმე ხნის წინ ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის ინიციატივით შემოიღეს.