ევროპის მოედანზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული.
"თავისუფლება მიშას!" - ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა რამდენიმე წუთია რაც დაიწყო.
საპროტესტო მოძრაობის მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ვადამდელი პროპორციული არჩევნები და მთავრობის გადადგომა.
ოპოზიცია პროტესტის ნიშნად, მტკვრის ორივე სანაპიროს გადაკეტვას გეგმავს.