საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 82 პაციენტი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 057 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 820 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 785 911-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 6 017 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 722 399.